მთავარიფასები

გამჭვირვალე ფასები

ფასი ფიქსირდება ხელშეკრულებაში და გადახდა ეტაპობრივად ხდება. სიურპრიზების გარეშე.

ფასები

CRM პაკეტები

ფასი ფიქსირდება ხელშეკრულებაში და არ იცვლება სამუშაოს მსვლელობისას. გადახდა ეტაპობრივად.

CRM Start

მცირე გუნდისთვის, 10 მომხმარებლამდე

დან₾3,500

  • კლიენტების ბაზა და გაყიდვების ძაბრი
  • დავალებები და შეხსენებები
  • ძირითადი ანგარიშები
  • ვადა: 2–4 კვირა
არჩევა
ყველაზე მოთხოვნადი

CRM Business

მზარდი კომპანიისთვის, 50 მომხმარებლამდე

დან₾7,500

  • ყველაფერი Start-იდან
  • ინვოისები, საწყობი, SMS და ელფოსტა
  • როლები, უფლებები და ინტეგრაციები
  • ვადა: 4–8 კვირა
არჩევა

CRM Enterprise

რამდენიმე ფილიალისა და დეპარტამენტისთვის

ინდივიდუალური

  • ხმოვანი ასისტენტი Azure AI-ით
  • API და გარე სისტემებთან კავშირი
  • თქვენს სერვერზე, SLA-ით
  • 3 თვე უფასო მხარდაჭერა
კონსულტაცია

არანაირი ყოველთვიური გადასახადი თითო მომხმარებელზე. მხარდაჭერა და ჰოსტინგი — თვეში ₾150-დან. ვებგვერდი — ₾900-დან.

რატომ ინდივიდუალური CRM

თქვენი სისტემა თუ კიდევ ერთი გამოწერა

khurtsi/lab CRMმზა უცხოური CRM
ენასრულად ქართულად, საჭიროებისას ENG/RUSხშირად მხოლოდ ინგლისურად
ფასიერთჯერადი, მომხმარებლების რაოდენობა არ მოქმედებსყოველთვიურად, თითო მომხმარებელზე
პროცესისისტემა ერგება თქვენს სამუშაოსთქვენ ერგებით სისტემას
მონაცემებითქვენს სერვერზე ან საქართველოშიუცხოურ ღრუბელში
ინტეგრაციებიქართული ბანკები, RS.ge, SMSძირითადად უცხოური სერვისები
მხარდაჭერაპირადად, ქართულად, სწრაფადტიკეტები და რიგები

ხშირი კითხვები

რასაც ყველაზე ხშირად გვეკითხებიან

რამდენ ხანში ეშვება CRM?

პირველ პროტოტიპს ერთ კვირაში ნახავთ. CRM Start 2–4 კვირაში ეშვება, CRM Business 4–8 კვირაში.

სად ინახება ჩვენი მონაცემები?

თქვენს სერვერზე ან ჩვენს სერვერებზე საქართველოში. ყოველდღიური სარეზერვო ასლები კეთდება და წვდომა მხოლოდ თქვენს გუნდს აქვს.

შეიძლება Excel-იდან ან ძველი სისტემიდან მონაცემების გადმოტანა?

დიახ. კლიენტებს, პროდუქტებს და ისტორიას ჩვენ გადმოვიტანთ, რომ სისტემა პირველივე დღიდან სავსე იყოს.

არის თუ არა ყოველთვიური გადასახადი თითო მომხმარებელზე?

არა. CRM-ს ერთხელ იხდით და მომხმარებლების რაოდენობა ფასზე არ მოქმედებს. სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ ყოველთვიური მხარდაჭერა.

შეიძლება მოგვიანებით ახალი ფუნქციების დამატება?

დიახ. სისტემა მოდულებად არის აგებული, ამიტომ ახალი მოდული ან ინტეგრაცია ნებისმიერ დროს ემატება.

ვისია კოდი და სისტემა?

სრულად თქვენი. პროექტის დასრულებისას გადმოგეცემათ წყარო და ყველა წვდომა.